რას ვაკეთებთ
- ტექდათვალიერება: მანქანას მივიყვანთ ტექდათვალიერების ცენტრში და უკან დაგიბრუნებთ
- ავტოსერვისი: ზეთის შეცვლა, დიაგნოსტიკა, საბურავების სეზონური შეცვლა. მანქანას მივიყვანთ თქვენ მიერ არჩეულ სერვისში და წამოვიყვანთ
- სამრეცხაო და ქიმწმენდა: დაგიბრუნებთ სუფთა მანქანას
- სხვა დავალებები: მაგალითად, მანქანის გადაყვანა ერთი მისამართიდან მეორეზე
როგორ მუშაობს
- გვითხარით, სად უნდა წავიდეს მანქანა და როდის.
- მძღოლი მოვა, ჩაიბარებს გასაღებს და მანქანას დანიშნულების ადგილზე წაიყვანს.
- სამუშაოს დასრულების შემდეგ მანქანას თქვენს მისამართზე დაგიბრუნებთ.
ტექდათვალიერების, სერვისის ან სამრეცხაოს საფასური ჩვენი მომსახურების ფასში არ შედის. ის ცალკე იხდება.
რატომ ღირს
ტექდათვალიერებაზე ან სერვისში მისვლას, რიგში ლოდინს და უკან დაბრუნებას ხშირად ნახევარი სამუშაო დღე მიაქვს. ჩვენთან ამ დროს საქმეს ან ოჯახს უთმობთ, მანქანა კი გამართული ბრუნდება. რა უნდა იცოდეთ ვადებსა და წესებზე, წაიკითხეთ სტატიაში ტექდათვალიერება 2026.
ფასი
მომსახურების ფასი დამოკიდებულია მანძილზე და ლოდინის დროზე. დაგვირეკეთ ან მოგვწერეთ WhatsApp-ზე და ფასს მაშინვე გეტყვით.