როგორ მუშაობს ფხიზელი მძღოლი: გზამკვლევი პირველი შეკვეთისთვის
განახლდა: 2 წთ საკითხავი
ფხიზელი მძღოლი პირველად უნდა გამოიძახოთ და არ იცით, როგორ ხდება ეს? აქ ყველაფერი წერია: ზარიდან სახლის კარამდე.
რა არის ფხიზელი მძღოლი
ფხიზელი მძღოლი (ზოგი „ნასვამი მძღოლის მომსახურებას“ ეძახის) არის მძღოლი, რომელიც თქვენთან მოდის და თქვენს მანქანას მართავს. ტაქსისგან განსხვავებით, სახლში მანქანასთან ერთად ბრუნდებით და დილით მის წამოსაყვანად სიარული აღარ გიწევთ.
ნაბიჯი 1: დარეკეთ ან მოგვწერეთ
დარეკეთ 591 924 924-ზე ან მოგვწერეთ WhatsApp-ზე. გვჭირდება სამი რამ: სად ხართ (მისამართი ან რესტორნის სახელი), სად მიდიხართ და როდის გჭირდებათ მძღოლი, ახლა თუ კონკრეტულ საათზე. WhatsApp-ით შეგიძლიათ ლოკაციაც გამოგვიგზავნოთ.
ნაბიჯი 2: ფასი და მოსვლის დრო
თბილისის ფარგლებში ფასი ფიქსირებულია, 50 ₾. ქალაქგარეთ ფასს მაშინვე გეტყვით. ასევე გეტყვით, როდის მოვა მძღოლი. ფასი წინასწარ შეთანხმებულია და გზაში არ იცვლება.
ნაბიჯი 3: მძღოლი მოდის
მძღოლი მოდის მითითებულ ადგილზე და გირეკავთ. თქვენ გადასცემთ მანქანის გასაღებს, მძღოლი საჭესთან ჯდება, თქვენ კი მგზავრის სავარძელში ჯდებით, ან უკან, თუ დაისვენება გინდათ.
ნაბიჯი 4: სახლამდე
მძღოლი მშვიდად და წესების დაცვით მიგიყვანთ სახლში და მანქანას თქვენს ეზოში ან ავტოსადგომზე გააჩერებს. გასაღებს გიბრუნებთ, თქვენ კი იხდით ნაღდით ან გადმორიცხვით.
რამდენიმე რჩევა
- დაჯავშნეთ წინასწარ, თუ იცით, რომ საღამოს სუფრაზე ან ღონისძიებაზე იქნებით, განსაკუთრებით შაბათ-კვირას.
- სწორად მიუთითეთ ადგილი. რესტორნის სახელი ან WhatsApp-ის ლოკაცია მძღოლს დროს უზოგავს.
- მეგობრებიც თქვენთან არიან? თქვენს მანქანაში მათაც წაიყვანთ, თუ ადგილი ეყოფათ.
- ქორწილში ან კორპორატივზე რამდენიმე მძღოლიც შეგიძლიათ შეუკვეთოთ: მძღოლი ღონისძიებებზე.
რატომ არ ღირს რისკი, წაიკითხეთ აქ: ნასვამი მართვის ჯარიმა საქართველოში.